Junior Eurovision Song Contest (JESC) 2025 – Code of Behavior
Tbilisi, Georgia
Everyone working with children at the Junior Eurovision Song Contest is in a position of
authority, responsibility and trust. Delegations, staff, volunteers and media should be role
models for children, so it is essential that they behave in an appropriate way. They must
also be able to recognize and report any behavior in others that might be a cause for
concern. You are therefore expected to:
• Always act in accordance with the Code of Behaviour and the Junior Eurovision
Song Contest Child Safeguarding Policy by responding to any concerns or
complaints of child harm or abuse promptly.
• Never ignore or disregard any concerns, suspicions, allegations or disclosures of
child abuse.
• Observe children’s rights to privacy, dignity and respect and do not discriminate.
• Behave respectfully, considerately and ethically, being mindful of the diverse
backgrounds and needs of the children and their families.
• Support a safe and morally appropriate environment for the children. The
competitive aspect of the Event should not be unduly stressed, nor should children
be embarrassed or humiliated regardless of their experience or ability.
• Observe for, listen to and respond appropriately to any signs, verbal or non-
verbal, that a child may be anxious or distressed, or that they do not feel safe.
• Ensure the child’s best interests are central to everything you do, thus ensuring
they are protected from any inappropriate or unreasonable demands or behaviors.
• Always behave in a way that will not cause harm to a child. This includes
physical, emotional, neglect, sexual abuse or exploitation, grooming, or
commercial exploitation, whether directly, indirectly or online.
• Always maintain professional boundaries and model good behaviors at all times.
Remember that adults are in a position of authority, and this must not be misused.
• Relate to children in a way that is age-appropriate, regardless of how old they
look or how mature they may seem.
• Ensure children are always accompanied by an adult.
• Not expose or place children in situations out of their depth or in situations in
which they cannot cope or where they do not have the development, skills or
maturity to deal with, such as when dealing with the media.
• Not ignore bullying between children.
• Never initiate inappropriate physical contact with a child. You should encourage
the child to do as much for themselves as possible. Consent from the
parent/guardian and child must always be sought prior to physical contact.
• Never use offensive or sexual language, smoke, drink or be under the influence of
alcohol or illegal substances in front of children.
• Never discuss personal or adult issues with, or in front of, children.
• Never mock, humiliate or negatively comment about a child or their on-stage
performance at the Junior Eurovision Song Contest.
• Never friend or follow children’s personal social media accounts, nor share your
personal contact details, unless it is necessary as part of your role at the event.
• Not disclose personal or sensitive information about a child or take photographs
of a child outside official photography areas at the event unless the child and their
parent or legal guardian have given their consent.
• Portray children only in an ethically responsible manner, in accordance with what
is suitable for an audience of any age in all the broadcasting countries of the
Junior Eurovision Song Contest.
• Create an environment that promotes and enables children’s participation at the
Junior Eurovision Song Contest, and is welcoming, culturally safe and inclusive
for all children and their families/guardians.
• Not patronize or discriminate and always show children respect regardless of
gender, sexual orientation, culture, ethnicity, disability or religious belief, and
appreciate all participants.
• Not initiate adults’ discussions about the Junior Eurovision Song Contest in front
of the children.
Any breach of this Code of Conduct shall lead to sanctions and measures being taken in
accordance with Part 1 of the JESC Child Safeguarding Policy.
Venue Access Procedure and Obligations
• All stakeholders & ticket owners (regardless of their age) will only be allowed
access to the Venue upon presenting a valid ticket, invitation or accreditation, and
undergoing a security check.
• Stakeholders & ticket owners must familiarize themselves with the information
displayed on the tickets, invitations and accreditations.
• Stakeholders & ticket owners must enter the stadium premises from the entrance
indicated on their tickets/invitations, and/or as directed by an authorized person
(security personnel). Accredited individuals may only use the entrance designated
for them.
• Stakeholders & ticket owners and their personal items are subject to security
inspection prior to entering the venue premises.
• Tickets and invitations are subject to both visual and electronic checks prior to
entering the stadium premises.
Venue Code of Conduct
• Stakeholders & ticket owners are prohibited from behaving in a manner that may
endanger their own and/or other people’s life/well-being.
• Stakeholders & ticket owners must obey the directions/orders from the events security
personnel.
• Stakeholders & ticket owners must immediately inform security about any suspicious
items or behavior.
• Stakeholders & ticket owners must occupy the seat/place indicated on their ticket.
• Stakeholders & ticket owners are prohibited from blocking/standing on the stairs and
evacuation exits.
• It is forbidden to damage the venue infrastructure, to display an image, banner or
advertising of any kind on the venue premises without permission.
• It is forbidden to misuse or damage the safety equipment on the venue premises.
• It is forbidden to scale the fences of the venue premises.
• It is forbidden to throw any object/missile on the stage and/or the venue premises.
• Ticket owners are strictly prohibited from entering the stage.
• It is forbidden to use any object emitting a loud sound that may interfere with the event.
• It is forbidden to enter accreditation zones without the appropriate accreditation.
• It is forbidden to use any materials (flags, clothing, banners, accessories, brochures,
etc.) of an extreme, insulting or discriminating nature, fascist symbols and/or materials
aimed at discriminating against a country, individual, group, race, nationality, ethnicity,
social status, origin, title, gender, disability, language, religion, sexual orientation,
politics or other views.
• It is forbidden to insult or act in an aggressive manner towards any person involved in
the event.
• It is forbidden to wear a mask or cover the face on the venue premises, thereby
hindering a person’s identification. Exceptions apply only to clothing which is part of a
person’s culture or religion.
• It is forbidden to enter the stadium venue while under influence of drink or drugs.
• Smoking on the venue premises is only permitted in designated areas.
• It is forbidden to throw trash on the venue premises.
• It is forbidden to use any type of drones on venue premises without special permission.
• It is forbidden to conduct professional filming or photographing on the venue premises,
except in areas designated for the media without proper accreditation
• It is forbidden to conduct any kind of commercial activities and sales on the venue
premises without an appropriate permit.
• It is forbidden to indulge in any form of behavior prohibited by Georgian law on public
spaces.
საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2025
ღონისძიებაზე ქცევის წესები
ყველა პირი, რომელიც ნებისმიერი ფორმით არის ჩართული საბავშვო
ევროვიზიის სიმღერის კონკურსში: დელეგაციის წევრი, თანამშრომელი,
მოხალისე, მედიის წარმომადგენელი თუ ბილეთის მფლობელი, იმყოფება
ავტორიტეტის, პასუხისმგებლობისა და ნდობის მდგომარეობაში. თქვენ ხართ
მაგალითი ბავშვებისთვის, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა
მოვალეობა შეასრულოთ მაღალი ეთიკური სტანდარტებით.
თქვენი ვალდებულებებია:
• ყოველთვის იმოქმედოთ ქცევის ამ კოდექსისა და ბავშვთა დაცვის
პოლიტიკის შესაბამისად და დაუყოვნებლივ მოახდინოთ რეაგირება
ნებისმიერ დარღვევაზე ან საჩივარზე, რომელიც ბავშვის მიმართ
შესაძლო ზიანს ან ძალადობას ეხება;
• არასოდეს არ უგულებელყოთ და არ გადადოთ ინფორმაციის გადაცემა
ბავშვის მიმართ ძალადობის, ეჭვის ან ბრალდების შესახებ;
• პატივი სცეთ ბავშვების უფლებებს პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის, ღირსებისა და ინდივიდუალობის დაცვის კუთხით
და არ განახორციელოთ დისკრიმინაცია;
• მოექცეთ ბავშვებსა და მათ ოჯახებს პატივისცემით, ეთიკურად და
მგრძნობიარედ, გაითვალისწინეთ მათი მრავალფეროვანი საჭიროებები
და ცხოვრების გარემოებები;
• უზრუნველყოთ ბავშვებისთვის უსაფრთხო და მორალურად სწორი
გარემო; კონკურსის შეჯიბრებითი ნაწილი არ უნდა იქცეს
უსამართლოდ დამთრგუნველად ან სტრესულად, ბავშვებს არ უნდა
დასცინონ და არ შეულახონ ღირსება მათი გამოცდილების ან
შესაძლებლობების გამო;
• ყურადღებით დააკვირდეთ, მოუსმინეთ და სწორად მოახდინეთ
რეაგირება ნებისმიერ ნიშანზე (სიტყვიერ თუ არასიტყვიერ), რომელიც
მიუთითებს, რომ ბავშვი განიცდის შფოთვას ან თავს დაუცველად
გრძნობს;
• ყველა გადაწყვეტილებაში ხელმძღვანელობდეთ ბავშვის საუკეთესო
ინტერესებით, რათა ისინი დაცული იყვნენ ნებისმიერი არასაჭირო ან
უკონტროლო მოთხოვნისა თუ ქცევისგან;
• არასოდეს მიაყენოთ ბავშვს ზიანი,არც ფიზიკური, არც ემოციური, არც
ყურადღების გარეშე დატოვებით, არც სექსუალური ძალადობით ან
ექსპლუატაციით, არც მოტყუებით, არც კომერციული მიზნით
გამოყენებით, არც პირდაპირ, არც ირიბად და არც ინტერნეტის
საშუალებით;
• ყოველთვის დაიცავით პროფესიული საზღვრები და გამოავლინეთ
მისაღები ქცევა; გახსოვდეთ, რომ ზრდასრული ავტორიტეტის
მდგომარეობა და ეს პოზიცია არ უნდა იქნეს ბოროტად გამოყენებული;
• ბავშვებთან ურთიერთობა ყოველთვის უნდა იყოს ბავშვის ასაკისთვის
შესაფერისი, მიუხედავად მათი გარეგნობისა თუ ადრეული
მომწიფებისა;
• დარწმუნდით, რომ ბავშვი არასოდეს რჩება მარტო ზრდასრულთან;
• არასოდეს ჩააყენოთ ბავშვი ისეთ მდგომარეობაში, რომლის მართვაც
მისთვის შეუძლებელია, განსაკუთრებით მედიასთან ურთიერთობისას,
თუ ის ჯერ მზად არ არის;
• არასოდეს არ დატოვოთ უყურადღებოდ ბავშვებს შორის ძალადობა;
• არასოდეს დაამყაროთ ფიზიკური კონტაქტი ბავშვთან, თუ ეს არ არის
აუცილებელი და წინასწარ არ მიგიღიათ თანხმობა როგორც ბავშვისგან,
ასევე მშობლისგან ან კანონიერი მეურვისგან; ხელი შეუწყვეთ ბავშვის
დამოუკიდებლობას;
• არასოდეს მოიხმაროთ და არ გამოავლინოთ ბავშვების თვალწინ
თამბაქო, ალკოჰოლი ან აკრძალული ნივთიერებები და არ გამოიყენოთ
უხამსი ან შეურაცხმყოფელი ენა;
• არასოდეს ისაუბროთ ბავშვებთან ან მათთან ერთად პირად, ზრდასრულ
თემებზე;
• არასოდეს იცინოთ, დასცინოთ ან უარყოფითად გამოთქვათ მოსაზრება
ბავშვის ან მისი გამოსვლის შესახებ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის
კონკურსზე;
• არასოდეს დაამყაროთ პირადი მეგობრობა ბავშვთან, არ დაამატოთ ის
სოციალურ ქსელში და არ გაუზიაროთ თქვენი პირადი კონტაქტები, თუ
ეს არ არის აუცილებელი ღონისძიების ოფიციალური მოვალეობის
შესასრულებლად;
• არ გაამჟღავნოთ ბავშვის შესახებ პირადი ან მგრძნობიარე ინფორმაცია;
არ გადაუღოთ ფოტო ან ვიდეო ოფიციალური გადაღების ადგილის
გარეთ, თუ ამის ნებართვა არ მიგიღიათ თავად ბავშვისგან და მისი
მშობლისგან ან კანონიერი წარმომადგენლისგან;
• ბავშვები ყველა მასალაში უნდა იყვნენ წარმოდგენილი ეთიკურად,
პასუხისმგებლობით და ასაკისთვის შესაფერისად;
• შექმნათ ისეთი გარემო, რომელიც ხელს უწყობს ბავშვების
თავდაჯერებულ მონაწილეობას, უსაფრთხო, კულტურულად
გამართული და ინკლუზიური ყველა ბავშვისა და მისი ოჯახისთვის;
• არასოდეს გამოავლინოთ მფარველობითი ან დისკრიმინაციული
დამოკიდებულება; ყოველთვის მოექეცით ბავშვებს პატივისცემით,
მიუხედავად მათი სქესის, სექსუალური ორიენტაციის, კულტურის,
ეროვნების, შეზღუდული უნარისა თუ რელიგიური რწმენისა;
• არასოდეს დაიწყოთ ზრდასრულთა შორის კამათი ან სერიოზული
დისკუსია ბავშვების თანდასწრებით საბავშვო ევროვიზიის სიმღერის
კონკურსთან დაკავშირებულ საკითხებზე.
საბავშვო ევროვიზიის ბავშვთა დაცვის პოლიტიკის 1-ლი ნაწილის თანახმად,
ქცევის კოდექსის ნებისმიერი დარღვევა გამოიწვევს შესაბამის სანქციებსა და
ზომებს.
ღონისძიების ადგილზე შესვლის წესები და ვალდებულებები
• ღონისძიების ადგილზე მაყურებელი (ასაკის მიუხედავად) დაიშვება
მხოლოდ მოქმედი ბილეთის, მოსაწვევის ან აკრედიტაციის წარდგენისა
და უსაფრთხოების შემოწმების გავლის შემდეგ.
• მაყურებელი ვალდებულია წინასწარ გაეცნოს ბილეთზე, მოსაწვევზე და
აკრედიტაციაზე მითითებულ ინფორმაციას.
• ღონისძიების ადგილზე შესვლა ხდება მხოლოდ ბილეთზე/მოსაწვევზე
მითითებული შესასვლელიდან ან უფლებამოსილი პირის
(უსაფრთხოების თანამშრომლის) მითითებით. აკრედიტებულ პირებს
შესვლა მხოლოდ მათთვის გამოყოფილი შესასვლელით შეუძლიათ.
• მაყურებელი და მისი პირადი ნივთები ექვემდებარება უსაფრთხოების
შემოწმებას ღონისძიების ადგილზე შესვლამდე.
• ბილეთი და მოსაწვევი ექვემდებარება როგორც ვიზუალურ, ასევე
ელექტრონულ შემოწმებას.
ღონისძიების ადგილზე ქცევის წესები
• აკრძალულია ისეთი ქცევა, რომელიც საფრთხეს უქმნის საკუთარ ან
სხვა პირების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან უსაფრთხოებას.
• მაყურებელი ვალდებულია დაემორჩილოს უსაფრთხოების
თანამშრომლების მითითებებსა და ბრძანებებს.
• მაყურებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს უსაფრთხოებას
ნებისმიერ საეჭვო ქცევაზე ან საგანზე.
• ყველა მაყურებელმა უნდა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი.
• მაყურებელს ეკრძალება გამოყენებული ბილეთის სხვა პირზე გადაცემა.
• აკრძალულია კიბეებზე და ევაკუაციის გასასვლელებში დგომა ან მათი
გადაკეტვა.
• აკრძალულია სექტორში ფეხზე დგომა და სხვა მაყურებლებისთვის
ხილვადობის შეზღუდვა.
• აკრძალულია ღონისძიების ადგილის ინფრასტრუქტურის დაზიანება,
ასევე ნებისმიერი ნახატის, ბანერის ან რეკლამის განთავსება წინასწარი
შეთანხმებისა და ნებართვის გარეშე.
• აკრძალულია უსაფრთხოების აღჭურვილობის არამიზნობრივად
გამოყენება ან დაზიანება.
• აკრძალულია ღონისძიების ადგილის ღობეებზე ასვლა.
• აკრძალულია ნებისმიერი საგნის სროლა სცენისკენ ან ღონისძიების
ადგილზე.
• მკაცრად აკრძალულია მაყურებლის სცენაზე ასვლა.
• აკრძალულია ხმამაღალი ხმის გამომცემი საგნების გამოყენება,
რომლებიც ხელს უშლიან ღონისძიებას.
• აკრძალულია აკრედიტებულ ზონებში შესვლა შესაბამისი
აკრედიტაციის გარეშე.
• აკრძალულია ექსტრემისტული, შეურაცხმყოფელი ან
დისკრიმინაციული შინაარსის მასალების (მათ შორის დროშები,
ტანსაცმელი, ბანერები, აქსესუარები, ბროშურები და სხვა), ფაშისტური
ან ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენება, ასევე ნებისმიერი მასალა,
რომელიც მიზნად ისახავს დისკრიმინაციას ქვეყნის, პირის, ჯგუფის,
კანის ფერის, ეროვნების, ეთნოსის, სოციალური მდგომარეობის,
წარმოშობის, სქესის, შეზღუდული შესაძლებლობის, ენის, რელიგიის,
პოლიტიკური შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა
ნიშნით.
• აკრძალულია აგრესიული ქცევა ან შეურაცხყოფა ღონისძიებაში
ჩართული ნებისმიერი პირის მიმართ.
• აკრძალულია სახის ისე დაფარვა ან ნიღბის ტარება, რომ შეუძლებელი
გახდეს პირის ამოცნობა. გამონაკლისია მხოლოდ ტანსაცმელი,
რომელიც კულტურის ან რელიგიის ნაწილია.
• აკრძალულია ღონისძიების ადგილზე შესვლა ალკოჰოლის ან
ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ.
• მოწევა ნებადართულია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ
ადგილებში.
• აკრძალულია ნაგვის მიწაზე გადაგდება და ღონისძიების ადგილის
დანაგვიანება.
• აკრძალულია დრონების გამოყენება ღონისძიების ადგილზე
სპეციალური ნებართვის გარეშე.
• აკრძალულია პროფესიული ფოტო- და ვიდეოგადაღება (გარდა
მედიისთვის გამოყოფილი ადგილებისა) შესაბამისი აკრედიტაციის
გარეშე.
• აკრძალულია ნებისმიერი კომერციული საქმიანობა და გაყიდვები
შესაბამისი ნებართვის გარეშე.
• აკრძალულია ყველა ის ქცევა, რომელიც საქართველოს
კანონმდებლობით აკრძალულია საზოგადოებრივი თავშეყრის
ადგილებში.